რეზონანსი
13.12.2024

ქართველი ემიგრანტები მარჯანიშვილის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

როგორც მსვლელობის მონაწილე ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და სამშობლოში პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „ჩატარდეს ახალი არჩევნები“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მათ თან აქვთ სხვადასხვა ბანერები, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის სახელწოდებაა დატანილი, მათ შორის: ამერიკა, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი. ბელგია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×