თუ ვინმეს ჩემი პატივისცემა აქვს, იმ ადამიანების ლანძღვა-გინება კი არ უნდა დაიწყოს, ვინც მაგინებს და მლანძღავს, პირიქით, იმათზე უნდა ილოცოს, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას.
„ჩვენ ერთადერთი რამით გავიმარჯვებთ - ეს არის ლოცვა და სიყვარული. იმათაც ის უნდათ, რომ ჩვენც იგივე აგრესია გამოვიჩინოთ. ვინც ამ ყველაფერს გეგმავს, მათ ერთი სული აქვთ, რომ ქართველებმა ერთმანეთი ვხოცოთ - ამას ვერავინ მოესწრება. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და თუ ვინმეს ჩემი პატივისცემა აქვს, იმ ადამიანების ლანძღვა-გინება კი არ უნდა დაიწყოს, ვინც მაგინებს და მლანძღავს, პირიქით, იმათზე უნდა ილოცოს. მე ამ ადამიანებზე ვლოცულობ, რადგან ისინი ჩემი შვილები არიან. ისინი ეკლესიის დევნისთვის მეცოდებიან“, - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა. „ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.