რეზონანსი
14.12.2024

ვერ გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში, იმას, რომ ამ კრიზისს რამენაირდ მშვიდობიანად მოვუაროთ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

„ქალბატონი სალომე ბუნებით ძალიან რთული ქალბატონია და ეს მის პრეზიდენტობაშიც გამოიხატა, ასე ვიტყოდი. მე ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში. ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს იმას, რომ ამ კრიზისს ჩვენ რამენაირდ მშვიდობიანად მოვუაროთ, ვერ გეტყვით ამას", - აღნიშნა ადა მარშანიამ.

ადა მარშანია, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, პარლამენტში იმყოფებოდა. ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას და საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×