რეზონანსი
14.12.2024

ხმა მივეცი საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეამაყება, რომ მიხეილ ყაველაშვილი „ხალხის ძალის" წიაღიდან მოდის.

„დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა და სუვერენიტეტს და დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს ამ ინსტიტუციას. ვუსურვებ მიხეილს გამარჯვების და წარმატების გზაზე სიარულს და მეამაყება, რომ ის „ხალხის ძალის" წიაღიდან მოდის", - წერს სოზარ სუბარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×