რეზონანსი
10.01.2025

არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგია სააკაშვილის ხელისუფლებას იმისთვის, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში სადმე ყოფილიყო დაფიქსირებული ტერმინები: ოკუპაცია და ოკუპანტი. ამაზე ბრძოლა დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

„ერთი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მოესწრო ჩვენს მოსვლამდე, ეს არის ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლო. ის ისე დამთავრდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება და პრაქტიკულად საქართველო გამტყუნდა და არა მხოლოდ გამტყუნდა, არამედ გაეროს სასამართლომ თავზე გადაგვახია ეს სარჩელი, გვითხრეს, რომ თქვენ არ წარმოგიდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ოკუპაციას და რუსეთის აგრესიას ცხადყოფდაო. განვმარტავ, რომ ეს არ არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ორი სხვადასხვა სასამართლოა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საბედნიეროდ ვერ მოასწრო „ნაციონალური მოძრაობის" დროს ძიების დამთავრება და ჩვენს პერიოდში ჩვენ მოვიგეთ, თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ თანამშრომლობდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×