რეზონანსი
10.01.2025

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი სამიზნეში იღებს რუსეთის ენერგეტიკი სფეროს, რომელსაც სახაზინო დეპარტამენტი მოსკოვის “შემოსავლების ძირითად წყაროდ” მოიხსენიებს და სანქციებს უწესებს რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”.

“შეერთებული შტატები ყოვლისმომცველ ზომებს იღებს რუსეთის შემოსავლის საკვანძო წყაროს წინააღმდეგ, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ომის დაფინანსებისთვის. ეს გადაწყვეტილება აგრძელებს და აძლიერებს ომის დაწყებიდან ჩვენს მიზანს ჩავშალოთ კრემლის ენერგეტიკული შემოსავლები, მათ შორის “დიდი შვიდეულის” ფასის ზედა ჭერის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს დავამტკიცეთ. დღევანდელი ქმედებით ჩვენ ვზრდით სანქციების რისკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ნავთობით ვაჭრობასთან, მათ შორის რუსეთის ნავთობის ექსპორტის გადაზიდვასთან და ფინანსურ ფასილიტაციასთან,” - განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა სანქციებთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×