რეზონანსი
11.01.2025

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის” ეთერში.

მისი შეფასებით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

„უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” - აღნიშნა გახარიამ.

წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: „შემოტყუებით როგორც მინიმუმ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×