რეზონანსი
11.01.2025

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას არ ცნობს და ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესს მოიხსენიებს.

„შეერთებულ შტატებში მცხოვრები ვენესუელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას და მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ამ მამაც ადამიანებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-მა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას. გარდა ამისა, აშშ ამატებს ახალ ჯილდოს 15 მილიონი დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიწვევს თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ პადრინოს დაპატიმრებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×