რეზონანსი
11.01.2025

თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე - ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით,- ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოხარულია, რომ რეგიონულ ტურნეს ზუგდიდიდან იწყებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი რეგიონული ტურნე, შეიძლება ასე ითქვას, იწყება ზუგდიდში. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება და არა მხოლოდ ბედნიერება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სწორი იმიტომ, რომ ზუგდიდი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ის ადგილი არის, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე - ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×