რეზონანსი
14.01.2025

მმართველ გუნდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხზე კვლავ საუბრობენ. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო ცოტას ამოისუნთქებს".

"თუკი ბატონი დონალდ ტრამპი მოახერხებს "დიფ სტეიტის" დამარცხებას, იმას, რასაც ის საუბრობდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივია ჩვენთვისაც ეს იქნება ძალიან კარგი და მთავარი საკითხები, რაც არის ის, რომ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით ჩვენ საერთო აზრი გაგვაჩნია და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, ის, რომ ომის დასრულების დაპირება წინასაარჩევნო დაპირება იყო და რაც უფრო მალე დასრულდება ომი, მით უფრო წნეხიდან გათავისუფლდება ჩვენი ქვეყანა, ეს არის ის საკითხები და არა მხოლოდ ესენი, რომლებიც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო ცოტას ამოისუნთქებს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×