რეზონანსი
14.01.2025

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ უნდა გამოიძიონ თითოეული ის საკითხი, რომელიც მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა

„ყველა დეტალი უნდა იყოს საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ წარმოდგენილი, მათ შორის იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია, ან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ ბურანში ამყოფოს, მოატყუოს. ამას ექნება კონკრეტული შედეგი, რომელიც იმ მავნებლური ძალის დასრულებაში გამოიხატება, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, - აღნიშნა გორდულაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×