რეზონანსი
14.01.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა" „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება.

სასამართლო პროცესს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი ესწრება, დასწრების მსურველ კიდევ ერთ ნაწილს კი დარბაზში არ უშვებენ. ისინი სკანდირებენ: „შეგვიშვით".

შეგახსენებთ, რომ „ბათუმელების" დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×