რეზონანსი
14.01.2025

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტებიდან კლინიკაში 1 მოქალაქე რჩება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორი ირაკლი კორძახია აცხადებს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე.

ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის - 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა",- აცხადებს კლინიკის ექიმი.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×