რეზონანსი
16.01.2025

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ და მედიებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის თანამდებობის პირებს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა, სიმართლე და ის საფუძველი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის გამბედაობასაც და ვალდებულებასაც, რომ ნაბიჯები გადავდგათ, რომლებიც ინტერესების შესაბამისობაშია ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან და საქართველოს მომავალთან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან. დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 15 იანვარს შეხვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×