რეზონანსი
16.01.2025

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მოწოდებები გაითვალისწინოს.

მაკალისტერმა ,,ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, პრაქტიკულად, გაყინულია.

ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „ქართულმა ოცნებამ” შეცვალოს საგარეო კურსი – დისტანცირდეს მოსკოვისგან და მიიღოს ევროკავშირთან თავსებადი დღის წესრიგი.

მაღალჩინოსანმა საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარებების გაყინვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 121 მილიონი ევროს არაპირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერება, ასევე, გაიყინა ის 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ გაყინა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან.

მიზანი უნდა იყოს თავისუფლების დარჩენილი სივრცეების დაცვა, საიდანაც შეიძლება წარმოიშვას ნამდვილი წინააღმდეგობა ავტორიტარული პრაქტიკის მიმართ. საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ევროპარლამენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში წამყვანი პირების სანქცირება მათი მავნებლური საქმიანობის გამო.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ორგანიზებისკენ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება”. – თქვა დავიდ მაკალისტერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×