რეზონანსი
16.01.2025

ყველა კარგად ხვდება, რომ ახალი არჩევნების გარეშე, საქართველო არსებული კრიზისიდან ვერ გამოვა - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  პარტნიორებს აქვთ ცხადი ხედვა, რომ საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. 

„დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე საუბრობს იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, ჩვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები და როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს ყველა, ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას არა მხოლოდ ახლა, არამედ ბოლო თვეების მანძილზე ახლოდან აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რომ ასეთი გამოწვევის წინაზე ფაქტობრივად, ეს ქვეყანა არასდროს ყოფილა ბოლო წლების მანძილზე. ასევე, აცნობიერებს იმასაც, რომ ახალი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×