
საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა. მოქმედმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ მოსამზადებელი კემპისას ის ტრავმირებული იყო.
„მანქანა ვარ, თუმცა როდესაც ამ ბრძოლას დავთანხმდი, ვიყავი ტრავმირებული - ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო. დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ბრძოლისთვის საჭიროა კარგი მომზადება, მე კი დაზიანება მქონდა. აქამდე არ მითქვამს, ფეხზე ინფექცია მქონდა და ზურგი მაწუხებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელი კემპის დროს ვიყავი ტრავმირებული, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან ოქტაგონზე ყველაფერი დავდე, რაც შემეძლო", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.