რეზონანსი
19.01.2025

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცეცხლი მას შედეგ შეწყდა, რაც „ჰამასმა" დაასახელა პირველი სამი ისრაელელი მძევალი, რომლის გათავისუფლებასაც დღეს აპირებს.

„ჰამასის" მიერ ისრაელისთვის გაგზავნილი მძევლების სიაში არიან: 31 წლის დორონ სტეინბრეჩერი, ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.

ცეცხლის შეწყვეტა დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ჰამასმა" ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სია დროულად ვერ მიაწოდა, რის გამოც შეთანხმება 3 საათით გადაიდო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×