რეზონანსი
19.01.2025

სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტისას. ანტონიო გუტერეშის თქმით, ისრაელის სამხედრო შენაერთებმა ქვეყნის სამხრეთი უნდა დატოვონ და იქ ლიბანის შეიარაღებული ძალები უნდა განთავსდნენ.

„ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს", - განაცხადა გუტერეშმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×