რეზონანსი
23.01.2025

ყველა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანის პოზიცია არის ეს. ყველა ნორმალური ადამიანი აზროვნებს ესე. თუმცა, არიან ლიბერალ-ფაშისტები, რომლებიც ანომალიურად აზროვნებენ. დასრულდა ამ კარგი და პატრიოტი კაცის წყალობით, მავნებლური ლგბტქ პროპაგანდის ხანა, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებებს, საბიუჯეტო სახსრების გენდერული იდეოლოგიის გასავრცელებლად გამოყენების აკრძალვასთან და გენდერული იდეოლოგიის მიერ ცრუ ინფორმაციების გავრცელებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ტრადიციულ, ნორმალურ, რელიგიურ ქვეყნებში ლგბტქ პროპაგანდა არაპოპულარულია და ვერასდროს მოიდგამს ფეხს.

„ყველა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანის პოზიცია არის ეს. ყველა ნორმალური ადამიანი აზროვნებს ესე. თუმცა, არიან ლიბერალ-ფაშისტები, რომლებიც ანომალიურად აზროვნებენ. დასრულდა ამ კარგი და პატრიოტი კაცის წყალობით, მავნებლური ლგბტქ პროპაგანდის ხანა. ისე კიდევ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ტრადიციულ, ნორმალურ, რელიგიურ ქვეყნებში კი მათი პროპაგანდა, არაპოპულარულია და ვერასდროს ვერ მოიდგამს ფეხს. დავასრულებ, მამაცი და პატრიოტი ხალხის, პოლონელების გამოთქმით, ომი ჯვართან, ჯერ არავის არ მოუგიაო“, - წერს გამსახურდია Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×