რეზონანსი
23.01.2025

 უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობოების განთავსების პერსპექტივას რუსეთი ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს.

„16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა იანვრის დასაწყისში დახურული მოლაპარაკებები გამართეს ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ.

ხოლო 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „გარკვეული დემილიტარიზებული ზონის უსაფრთხოება, რომელიც ექვემდებარება ცეცხლის შეწყვეტას".

უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის", - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×