რეზონანსი
23.01.2025

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან" იანვრის თვის პროგნოზზე საუბრობს.

„24-25 იანვარს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს.

ზოგადად მთლიანად იანვარში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებისთვის და კოლხეთის დაბლობისთვის, 6-7 გრადუსი არის საშუალო ტემპერატურა, რაც ერთი გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოს არის.

ცალკეულ დღეებში, სანაპიროზე ტემპერატურა დაიკლებს, 2 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს რაც შეეხება, მთაში, 1, 3 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, მაღალმთაში -1, 0.

ცალკეულ დღეებში, მთაში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში, +1 +3 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში, -6 -7 გრადუსამდე დაიკლებს ღამის ტემპერატურა. დღისით ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 16 გრადუსამდე.

31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, ზოგჯერ გამოდარებით",- ამბობს „პრაიმტაიმთან" ხათუნა ქოქოსაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×