რეზონანსი
24.01.2025

13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მათ 80 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ. დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სწორედ ამსაკითხზე ისაუბრა "იმედის" ეთერში.

„იქაც გვეცინებოდა ხოლმე ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები, თუ პოლიტოლოგები, რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, რაღაც 80 000 დოლარი, რაღაც სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. მარაზმი. ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში 10-15-ჯერ უფრო ნაკლები და იქ ჩვენ მეგობრები გვყავდნენ, ვინც გადაიხადეს და ამ 3 და 4 ათას დოლარს ჩვენ ბუნებრივია მერე გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ. ეს იყო და ეს,” – განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×