რეზონანსი
04.02.2025

როდესაც მაგალითად, მასკმა გააზიარა ვიდეო, სადაც საქართველოში რევოლუციის მცდელობების ამსახველი კადრები იყო, დამოკიდებულება ტრამპის ადმინისტრაციის და მათი თანაგუნდელების კარგად ჩანს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რითაც USAID-ის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციას ტრამპის ადმინისტრაცია შეშლილ რადიკალებად მოიხსენიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თავადვე აღიარებს „დიფ სთეითის“ გავლენებს.

„შეშლილებს ეძახიან იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ეს ადამიანები ცდილობდნენ უხეშად ჩარევას თავიანთი ათეულობით, ასეულობით მილიონების ხარჯვით. ეს ხდებოდა საქართველოში, ეს ხდებოდა „დიფ სთეითის“ გავლენით და სწორედ ამისი აღიარება მოხდა აშშ-ს ახლად არჩეული ადმინისტრაციის და ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ. და როდესაც ამას თავად ებრძვიან ეს არის კარგი და თუ ამის შედეგი იქნება „დიფ სთეითის“ და მისი გავლენების დამარცხება, ბუნებრივია ეს საქართველოსაც გამოადგება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×