რეზონანსი
04.02.2025

მსოფლიოს მასშტაბით USAID-ი აშშ-ის მთავრობის მიერ რეჟიმების ცვლილების ოპერაციების მთავარი კომპონენტია. ყოველწლიურად USAID-ი მილიარდობით დოლარს ხარჯავს საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც ჩრდილოვანი მთავრობები, ძირს უთხრიან არჩეულ მთავრობებს, რომელიც აშშ-ის ინტერვენციას სურს რომ ჩამოაგდოს, – ამის შესახებ ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი აცხადებს, რომლის ვიდეოსაც ილონ მასკი სათაურით „საინტერესოა“ სოციალურ ქსელში აზიარებს.

რონ პოლის თქმით, საზღვარგარეთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კატასტროფების უკან USAID-ის კვალია.

„საზღვარგარეთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კატასტროფების უკან USAID-ის კვალს დაინახავთ. უკრაინიდან საქართველომდე და უფრო შორს, USAID-ი ერევა უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში, რაც გამოიწვევდა ამერიკელთა რისხვას, ჩვენთან რომ მომხდარიყო. როდესაც პრეზიდენტმა, ტრამპმა გასცა ბრძანება USAID-ის საქმიანობის 90-დღიანი პაუზის შესახებ, ჩვენ სწრაფად გავიგეთ, რამდენად მავნებელია სააგენტო სინამდვილეში. გავრცელებული ინფორმაციით, მედიასაშუალებების 90 პროცენტს აფინანსებს აშშ-ის მთავრობა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, არსებობს მხოლოდ ყალბი საინფორმაციო გამოშვებები, რომლებსაც სურთ, აშშ-ს ადმინისტრაციის პროპაგანდისტული ხაზის გატარება. ვინმეს ჰგონია, რომ ეს მთლიანად აშშ-ს დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებები გამოაქვეყნებენ ოდესმე ისტორიას, რომლის გამო ქვეყნებაც აშშ-ის მთავრობას არ სურს? ეს აშკარად ამორალურია, მაგრამ ასევე საშიში. ახალ ამბებს, ბრძოლის ველიდან დაწყებული უკრაინელი სამხედროების დანაკარგებით დამთავრებული, წერენ აშშ-ს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებები, რასაც შემდეგ იღებენ აშშ-სა და სხვა დასავლური მედიები. ეს არის დახურული პროპაგანდის ციკლი, რომელიც არა მხოლოდ პროპაგანდას უწევს აშშ-ის მოქალაქეებს, არამედ აწვდის ცრუ ინფორმაციას აშშ-ის სამთავრობო ორგანოებს, მაგალითად, კონგრესს, რომელიც ეყრდნობა უკრაინის შესახებ აშშ-ის მეინსტრიმულ მედიას. გასაკვირი არ არის, რომ ვაშინგტონში ამდენი ადამიანი აგრძელებს ამ უიმედო ომის მხარდაჭერას“, – აცხადებს ყოფილი კონგრესმენი.

მისი თქმით, ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა გაკეთდა მათი სახელით.

„ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა „ნიუ იორკ პოსტის“ სტატია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ USAID-მა დახარჯა 53 მილიონი დოლარი ეკოჯანმრთელობის ალიანსზე, კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევაზე ვუჰანის ლაბორატორიაში. ეხმარებოდა თუ არა USAID-ი კოვიდის დაფინანსებას? ამერიკელებს აქვთ ამის ცოდნის უფლება. USAID-ს სჭირდება სრული და გამჭირვალე აუდიტი. ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა გაკეთდა მათი სახელით. ამის შემდეგ სააგენტო სრულად უნდა დაიხუროს და მისი თანამშრომლები სახლში გაუშვან“, – აცხადებს ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×