რეზონანსი
04.02.2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებით დაიწყო.

დაკავებულია ერთი ადამიანი.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×