რეზონანსი
04.02.2025

აშშ-ში უკრაინის ელჩის ოქსანა მარკაროვას განცხადებით, დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის გუნდების შეხვედრაზე.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ზელენსკისა და ტრამპის გუნდების შეხვედრის მომზადება, მარკაროვამ ჟურნალისტებს უპასუხა: „ჩვენ ყოველთვის ვამზადებთ შეხვედრებსა და სატელეფონო ზარებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება. უკრაინას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გუნდთან სხვა ქვეყნებზე მეტი კონტაქტი აქვს“, - თქვა ელჩმა.

როგორც მარკაროვამ განაცხადა, საელჩოს კარგი კონტაქტები აქვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან და ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×