რეზონანსი
04.02.2025

მაია ჭუჭულაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი ამბობს, რომ უარი თქვა ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე, რომლის წამყვანიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანია.

ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ არხზე არის გავლენები, არ ისხმის ხალხის ხმა. ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ის წამყვანია, რომელიც ეთერიდან ღიად უცხადებს

მხარდაჭერას „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ითხოვს მის გათავისუფლებას.

მაია ჭუჭულაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე ძალიან მწვავედ ისაუბრა და აქციის მონაწილეების მოთხოვნები ეჭქვეშ დააყენა:

„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ

გამოშვების პროდიუსერი. თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა არის ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი, ამ სხდომებზე ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენაა, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ქვეშ არის ეკა შონია და მერე უკვე ალბათ დანარჩენი ყველა ჩვენ. 

ეს ძალიან მარტივი თემაა, მეტ-ნაკლებად ტელევიზიასთან შემხებლობაში ვინც არის, იმან იცის, რომ ეკა შონია, თავისით, ასე გავლენას ვერ განახორციელებს აბსტრაქტულად, თუ რამე გავლენა უნდა განახორციელოს, მან დავალება მინიმუმ უნდა მოგვცე ჩვენ, აქ მსხდომ პროდიუსერებს, ჩვენ მერე ეს უნდა ვუთხრათ წამყვანს,

ჟურნალისტს და ასე შემდგომ, თუ თქვენ, ან ვინმე, საინფორმაციო სამსახური, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც, ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე ოდესმე მისთვის მითხოვია პირობითად ისეთი რამის

გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ თქვენ ასეთ ადამიანს მოამბის საინფორმაციო სამსახურში, უბრალოდ ვერ ნახავთ“, – თქვა მან დღევანდელ სხდომაზე მაია ჭუჭულაშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ამბობს, რომ 7 წელზე მეტია ამ გამოშვების პროდიუსერია და ამ ხნის განმავლობაში თუ არსებობდა პრეტენზია მისთვის ეს უნდა ეთქვათ. 

„7 წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ და შვიდ წელიწად-ნახევრის თავზე უცბად, იმიტომ რომ აქცია მოგვადგა კარს, ამის შემდგომ ადამიანებმა გადაწყვიტეს რაღაც პროტესტის დაფიქსირება. პირდაპირ ვამბობ, მათ ჩვენგან ობიექტურობა კი არ აინტერესებთ, არამედ მოვლენების ცალმხრივი გაშუქება. თურმე როგორც მათ ისმით უნდა გავაშუქოთ და არა ისე, როგორც ჩვენ გვესმის“, - აღნიშნა პროტესტის მონაწილეებზე საუბრისას მაია ჭუჭულაშვილმა.

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×