რეზონანსი
04.02.2025

ვინც ფიქრობს, რომ ამას არაფერი წინაპირობა და საფუძველი არ აქვს, ის არის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის ნგრევით. საჭიროა ეს კანონები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა.

„გარკვეული კანონები გამკაცრდება, აუცილებელია და არაფერი ამაში ისეთი არ არის, რაც ვთქვათ, არ არის განვითარებულ დემოკრატიებში. ისმის მთავარი კითხვა, საჭიროა კანონების მიღება, ან გაძლიერება, უფრო გამკაცრება. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა. ვინც ფიქრობს, რომ ამას არაფერი წინაპირობა და საფუძველი არ აქვს, ის არის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის ნგრევით. საჭიროა ეს კანონები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×