რეზონანსი
04.02.2025

 სსრკ-ის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის სრული შემობრუნება შეცდომა იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეცდომა კარგი გაკვეთილი იყო რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისა და ქვეყნის მცხოვრებლების ამჟამინდელი თაობისთვის.

„სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაიშალა და რუსეთი სუვერენული სახელმწიფო გახდა, სჯეროდა, რომ ეგრეთ წოდებული დასავლური ცივილიზაციის კარი მისთვის ღია იყო და სხვა ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. ახლა ეს უკვე აღიარებულია ყველას მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო დონეზე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×