რეზონანსი
04.02.2025

 კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ "ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს, კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები, შესაბამისად, საჭირო გახდა მკურნალობის გაგრძელება კლინიკის პირობებში.

„კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შევთავაზეთ სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე.

მდგომარეობა - რა თქმა უნდა, იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს", - აცხადებს ჩხაიძე „ტვ პირველთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×