რეზონანსი
05.02.2025

"ლე­ვან­ტეს" ნა­ხე­ვარმცვე­ლი გიორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა­ზე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, "სპორ­ტინგს" შე­უ­ერ­თდე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Record Portugal-ი ავ­რცე­ლებს.

წყა­როს ცნო­ბით, პორ­ტუ­გა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მოქ­მე­დი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მზად არი­ან ქარ­თვე­ლის სა­ნაც­ვლოდ "ლე­ვან­ტეს" 4 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­და­უ­ხა­დონ, რაც ეს­პა­ნუ­რი კლუ­ბის­თვი­საც მი­სა­ღე­ბი ვა­რი­ან­ტია. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი შან­სია, რომ გა­რი­გე­ბა მალე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­დეს.

Geo Team -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­სა­ბო­ნის "სპორ­ტინ­გმა" "ლე­ვან­ტეს­გან" გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა.

"პორ­ტუ­გა­ლი­ურ­მა კლუბ­მა ეს­პა­ნე­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ნა­ხე­ვარმცველს აკ­ვირ­დე­ბი­ან და ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯრის­თვის ამ ტრანსფერ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ი­წყე­ბენ.არ გა­კე­თე­ბუ­ლა არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა ამ მო­მენ­ტის­თვის. არ შემ­დგა­რა კო­მუ­ნი­კა­ცია გი­ორ­გი ქო­ჩო­რა­შილს და "სპორ­ტინგს" შო­რის", - წერს Geo Team -ი,

შე­გახ­სე­ნებთ, ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "ლე­ვან­ტეს" მა­ი­სუ­რით ლა ლიგა 2-ში 20 მატ­ჩი გა­მარ­თა, თავი კი 5 გა­ტა­ნი­ლი გო­ლი­თა და 2 შე­დე­გი­ა­ნი პა­სით გა­მო­ი­ჩი­ნა.

"სპორ­ტინ­გი" პორ­ტუ­გა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში 50 ქუ­ლით პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს და მე­ო­რე­ად­გი­ლო­სან "ბენ­ფი­კას" 6.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×