რეზონანსი
06.02.2025

ორი დღის წინ, 2 ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი და­ტო­ვეს - ეს არის წი­თე­ლი ხაზი, ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მის­ვლას და სა­დარ­ბა­ზოს კედ­ლებ­ზე წარ­წე­რე­ბის და­ტო­ვე­ბის ფაქტს.

რო­გორც გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" აღ­ნიშ­ნა, ამ ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი ნა­წი­ლი არის ის, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ არ აქვს ნდო­ბა, რად­გან მისი თქმით, შერ­ჩე­ვი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ უფ­ლე­ბე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

"ეს ფაქ­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა კამ­პა­ნი­უ­რად აკე­თებს ჩემი, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­მიზ­ნედ ამო­ღე­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, თუ რას აკე­თებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­სა­ცა­ვად. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა გულ­წრფე­ლად სჯე­რა, რომ ამ პრო­ცეს რა­ღა­ცას ვაკ­ლებ, ისეთ რა­ღა­ცას არ ვა­კე­თებ, რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დე. სამ­წუ­ხა­როდ, 2 ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი და­ტო­ვეს. მე ასეთ ფაქ­ტებ­ზე შე­ფა­სე­ბებს ვა­კე­თებ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს ოპო­ნენ­ტის მი­მართ, ეს არის წი­თე­ლი ხაზი, ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ამ ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი ნა­წი­ლი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­თომ ამ­დე­ნი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს, ამა­ზე არც ერ­თმა ხმა არ ამო­ი­ღო. როცა ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვა­ში ერთ ამ­ბავს ატეხ­დნენ, სწო­რია ერთი ამ­ბა­ვი უნდა ატე­ხო. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა. მო­რალს იქით არის. არა­ვინ ხმა ამო­ი­ღო.

თუ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ეხ­დი­ნათ. ამი­ტომ არ მჯე­რა მე მათი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლო­ბის. ამი­ტომ არ მაქვს მე ნდო­ბა ბევ­რი მათ­გა­ნის მი­მართ, რად­გან შერ­ჩე­ვი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ უფ­ლე­ბე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მე არ გამ­კვირ­ვე­ბია. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­და­მი ასე­თი არას­დროს ყო­ფი­ლა, არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა. რო­დე­საც ვინ­მეს მი­მართ ხდე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი რამ, ამა­ზე ყო­ველ­თვის მაქვს რე­აქ­ცია და გან­ცხა­დე­ბა.

თუ კამ­პა­ნი­უ­რად 3 ტე­ლე­ვი­ზია თა­ვი­ანთ გა­დაც­მებს და­ი­წყე­ბენ - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი“ - რაც მთა­ვა­რია ამ ყვე­ლა­ფერს „ტვ პირ­ვე­ლი“ აზი­ა­რებ­და, რო­გორც ჩანს, მოს­წონ­და, რომ სახ­ლში მო­მი­ვარ­დნენ. მინ­და მათ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვკი­თხო: კმა­ყო­ფი­ლე­ბი ხართ, რომ სახ­ლში მო­მი­ვარ­დნენ და ჩემ­მა შვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ნახა? ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქ­ტი არის და­საგ­მო­ბი. იმის ოჯა­ხი რა შუ­ა­შია, ჩემს მი­მართ თუ აქვს ვინ­მეს პრე­ტენ­ზია, ჩემ­ზე და­წე­რონ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×