რეზონანსი
06.02.2025

ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია 16 იან­ვარს გზის გა­და­კეტვის ბრალ­დე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ბა­რეს. რო­გორც თა­ვად წერს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მუხ­ლი 174 (1) შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ჩა­ტა­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბი­ან.

"მე­ლის 5000 ლა­რის ჯა­რი­მა ან 15-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. ოღონდ ეს 5000 და 15000 და 2000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბი, აგერ კვი­რე­ბის წინ იყო 200 და 500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბი.

და განა ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ან ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ზარ­და, ან ხელ­ფა­სე­ბი გა­ათ­მაგ­და, ან ლა­რის ინფლა­ცია მოხ­და ათ­ჯერ, რომ ჯა­რი­მე­ბი გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი­ყო?

არა, უბ­რა­ლოდ უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია.

წარ­მო­იდ­გი­ნე - შენი ჯი­ბი­დან­ვე გახ­დე­ვი­ნე­ბენ ძა­ლოვ­ნის პრე­მი­ას შენი და­ჭე­რის, დევ­ნი­სა და ცე­მის­თვის.

დაგ­ცი­ნი­ან. ცდი­ლო­ბენ მა­ინც. 600-მდე ადა­მი­ა­ნია ამ ბოლო ტალ­ღა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი.

ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 600-ჯერ 5000 ლარი - 3 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე თან­ხა­ზეა სა­უ­ბა­რი.

"მელის 5000 ლარის ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა... იქნებ ჯობდეს ჯარიმის ნაცვლად ადმინისტრაციული პატიმრობა მოვითხოვო" - რას წერს მარიამ საჯაია?

ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია 16 იან­ვარს გზის გა­და­კეტვის ბრალ­დე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ბა­რეს. რო­გორც თა­ვად წერს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მუხ­ლი 174 (1) შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ჩა­ტა­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბი­ან.

"მე­ლის 5000 ლა­რის ჯა­რი­მა ან 15-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. ოღონდ ეს 5000 და 15000 და 2000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბი, აგერ კვი­რე­ბის წინ იყო 200 და 500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბი.

და განა ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ან ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ზარ­და, ან ხელ­ფა­სე­ბი გა­ათ­მაგ­და, ან ლა­რის ინფლა­ცია მოხ­და ათ­ჯერ, რომ ჯა­რი­მე­ბი გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი­ყო?

არა, უბ­რა­ლოდ უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია.

წარ­მო­იდ­გი­ნე - შენი ჯი­ბი­დან­ვე გახ­დე­ვი­ნე­ბენ ძა­ლოვ­ნის პრე­მი­ას შენი და­ჭე­რის, დევ­ნი­სა და ცე­მის­თვის.

დაგ­ცი­ნი­ან. ცდი­ლო­ბენ მა­ინც. 600-მდე ადა­მი­ა­ნია ამ ბოლო ტალ­ღა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი.

ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 600-ჯერ 5000 ლარი - 3 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე თან­ხა­ზეა სა­უ­ბა­რი.

მე კი ასეთ რა­მე­ზე მე­ფიქ­რე­ბა, იქ­ნებ ჯობ­დეს ჯა­რი­მის ნაც­ვლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა მო­ვი­თხო­ვო.

არც ამათ შე­ვუვ­სებ­დით ჩვენს გა­სა­უ­ბე­დუ­რე­ბელ ბი­უ­ჯეტს და არც ჩვენს თა­ვებს და ოჯა­ხებს ჩა­ვაგ­დებ­დით ეკო­ნო­მი­კურ სა­გო­ნე­ბელ­ში.

იზო­ლა­ტო­რე­ბიც გა­მო­ივ­სე­ბო­და და ვერც ახა­ლი ნა­კა­დებს და­ი­ჭერ­დნენ.

ცი­ხის კედ­ლე­ბის შიგ­ნი­დან ნახ­ვაც რა ვიცი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვი­საც ხომ მეტი იქ­ნე­ბო­და რო­მან­ტი­კუ­ლი ბრძო­ლე­ბი­სა მო­სა­ყო­ლი".

მა­ნამ­დე მა­რი­ა­მი წერ­და, რომ რუს­თა­ველ­ზე 26 იან­ვარს მარ­თლაც იყო, სა­დაც შემ­თხვე­ვით ყო­ფილ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ მი­ხა­ილ როთს შეხ­ვდა" - წერს საჯაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×