რეზონანსი
06.02.2025

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის წინააღმდეგ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ცნობა ტუსკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბოგდან სვიეჩკოვსკიმ გაავრცელა.

სვიეჩკოვსკიმ იანვრის ბოლოს პროკურორებს 60-გვერდიანი დოკუმენტი გადასცა, სადაც ტუსკთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში კიდევ რამდენიმე მინისტრს, მათ მოადგილეებს და მოსამართლესაც ადანაშაულებს.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 13 დეკემბრიდან, აღნიშნული პირები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში მოქმედებდნენ, რომლის მიზანიც, ძალისმიერი და მართლსაწინააღმდეგო გზებით პოლონეთის საკონსტიტუციო სისტემის ცვლილება და მათი საქმიანობის შეჩერება იყო.

დონალდ ტუსკის კოალიცია პოლონეთის მთავრობაში 2023 წლის დეკემბრიდან მოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×