რეზონანსი
06.02.2025

 უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

„შანსი, რომ ისინი დაიბრუნებენ ბირთვულ იარაღს, სადღაც მინიმალურსა და ნულს შორისაა. მართალი გითხრათ, ორივემ ვიცით, რომ ეს არ მოხდება", - აღნიშნა კიტ კელოგმა.

კელოგმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის უკრაინაში დაბრუნება არ არის ის, რითიც უნდა დაიწყოს რუსულ-უკრაინული ომის დასრულების მცდელობა.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა კონკრეტული განზრახვების გამჟღავნებაზე, როგორ გეგმავს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ომის დასრულებას. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი შეტევისგან რუსეთის საიმედო შეკავებისთვის უკრაინა ან ნატო-ს წევრი უნდა გახდეს, ან ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×