რეზონანსი
07.02.2025

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები ახლოვდება. სასწავლო კალენდრის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არდადეგების ხანგრძლივობა 1 კვირაა - 8 მარტს, ქალთა დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება, თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლის მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში დაისვენებენ, რადგან 8 მარტი შაბათია, ეს კი ნიშნავს, რომ სკოლები მოსწავლეებს 7 მარტიდან დაითხოვენ და სასწავლო პროცესი 17 მარტიდან განახლდება (15-16 მარტი შაბათ-კვირაა).

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას. სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×