რეზონანსი
07.02.2025

 "იწვა, მეტყველება არ უჭირს, გადასხმები უდგას... მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს" - რას ამბობს მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელზე?

"ვიდ­რე მე იქ ვი­ყა­ვი, იწვა - მე­ტყვე­ლე­ბა არ უჭირს, ვი­სა­უბ­რეთ - ცხა­დია, ბოლო ნახ­ვი­დან უფრო სუს­ტად არის", - ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა, მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­თან" ჟურ­ნა­ლის­ტებს, "ბა­თუ­მე­ლე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ამაღ­ლო­ბე­ლი კვლავ ითხოვს მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

"რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ისაა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი წევს, გა­დას­ხმე­ბი უდ­გას, რათა მისი სი­ცო­ცხლე შე­ნარ­ჩუნ­დეს. მისი პო­ზი­ცი­აა და სამ­წუ­ხა­როდ, ეს დღე­ე­ბი მუდ­მი­ვად ითხოვს, რომ და­აბ­რუ­ნონ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მისი ამო­ცა­ნაა, რომ პრო­ცე­სამ­დე გაძ­ლოს და თა­ვად და­ეს­წროს. პრო­ცე­სი და­ნიშ­ნუ­ლია 4 მარტს. არ ვიცი, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ ის ამ­ბობს, რომ ამ კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­დას­ხმე­ბი რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­აძ­ლე­ბი­ნებს მის ორ­გა­ნიზმს, რათა პრო­ცე­სის­თვის შეძ­ლოს ფეხ­ზე დგო­მა.

ვიდ­რე მე იქ ვი­ყა­ვი, იწვა. მე­ტყვე­ლე­ბა არ უჭირს, ვი­სა­უბ­რეთ. ცხა­დია, ბოლო ნახ­ვი­დან უფრო სუს­ტად არის, ამას თქმა რად უნდა. ეს გა­დას­ხმე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა სწო­რედ იმას, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი იმ ფორ­მით, რომ ადა­მი­ან­მა შეძ­ლოს რა­ღაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ცე­სებ­ში, აზ­როვ­ნე­ბა და ის, რომ პრო­ცეს­ზე თა­ვად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მზია ამაღ­ლო­ბე­ლი 27-ე დღეა შიმ­ში­ლობს. ის კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში" სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­და­იყ­ვა­ნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×