რეზონანსი
07.02.2025

რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ბოჟაძის თქმით, გიორგი გახარია პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად დაეზიანებინა.

„ოთხივე პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა - აარჩევინა თავი პარლამენტში და არჩეული დეპუტატების ნაცვლად, ცარიელი ადგილები მიიღო პარლამენტში“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია, გიორგი გახარიას გუნდს საპარლამენტო მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს. თუმცა გახარიასგან პასუხი არ არის. პარტია „საქართველოსთვის” წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×