რეზონანსი
07.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას შესაძლოა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ალბათ, შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას. სავარაუდოდ, ვესაუბრები პუტინსაც. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

„მე მსურს, რომ ეს ომი უბრალოდ ადამიანური მოსაზრებებიდან გამომდინარე დასრულდეს. ის, რაც ხდება, საშინელებაა. ისინი იბრძვიან მინდვრებში გამაგრების გარეშე, და ერთადერთი, რაც ტყვიას აჩერებს, ადამიანური სხეულია. მე მსურს, რომ ეს უაზრო ომი დასრულდეს“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×