რეზონანსი
08.02.2025

საგარეჯოში, 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 40 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ამ დროის ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე პირმა 38 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×