რეზონანსი
08.02.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვისა" და დანარჩენი ბარიერგადალახული პარტიების დავას მანდატების დათმობის თაობაზე. მაჭავარიანი აცხადებს, რომ როგორც კი გიორგი გახარიას გუნდი შეიტანს განცხადებას მანდატების დათმობის თაობაზე, ეს მოთხოვნა მათ მყისიერად დაუკმაყოფილდებათ.

"როგორი ტაქტიკური სვლა აქვთ მათ გარე უფროსებს ჩაფიქრებული, ეს ჩვენ არ ვიცით. დაახლოებით ვვარაუდობთ, რომ გახარიას პარტია შემოინახეს და ამიტომ იმ დანარჩენ სამ რადიკალურ პარტიასთან ერთად არ შეატანინეს ის განცხადებები. ეს მათი შიდა ტაქტიკური სვლები და თამაშები რით დასრულდება არ ვიცით, თუმცა თუ გახარიას პარტია გადაწყვეტს, რომ შემოიტანოს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე, რა თქმა უნდა, მყისიერად დავუკმაყოფილებთ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×