რეზონანსი
08.02.2025

ავჭალის სტადიონზე „ბორჯღალოსნებისა" და ნიდერლანდების ნაკრების შეხვედრა დასრულდა.

თამაში „ბორჯღალოსნების" უპირატესობით წარიმართა და 40:7 დასრულდა. ნიდერლანდების ნაკრებმა ლელოს დადება ბოლო წუთებში შეძლო. ეს „ბორჯღალოსნებისთვის" 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე თამაში იყო.

შემდეგ მატჩს „ბორჯღალოსნები" მადრიდში 16 თებერვალს, 15:45 საათზე, ესპანეთთან გამართავს.

საქართველოს რაგბის ნაკრებისა და ნიდერლანდების ნაკრების შეხვედრის პირველი ტაიმი 19:0 დასრულდა.

„რაგბი ევროპის" 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა 1 თებერვალს „ბორჯღალოსნებმა" შვეიცარიის ნაკრებს დიდი ანგარიშით, 110:0 მოუგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×