რეზონანსი
11.02.2025

 "ჰამასი" მძევლებს შაბათამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

"ჰამასი" ჩვენს მძევლებს შაბათს შუადღემდე თუ არ დააბრუნებს, ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება და ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლებს განაახლებენ, ვიდრე "ჰამასი" საბოლოოდ არ დამარცხდება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, "ჰამასის" სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შაბათს ღაზაში მყოფი ყველა მძევალი თუ არ გათავისუფლდება, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას შესთავაზებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×