რეზონანსი
11.02.2025

 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

„ჩვენ არ გავგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში", - განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან, გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრისას მათ თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებს.

„ევროპის კონტინენტი იმსახურებს, რომ თავისუფალი იყოს ნებისმიერი აგრესიისგან, თუმცა სწორედ მეზობელმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ყველაზე დიდი ინვესტიცია ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაში", - განაცხადა ჰეგსეტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×