რეზონანსი
13.02.2025

"ევროპარლამენტმა ზუსტად მიაგნო იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც "ოცნების" რღვევას შეუწყობს ხელს" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცების საპასუხოდ აცხადებს. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოს მიაჩნია, რომ EU-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ბევრი ბიზნესმენი მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს და სისტემა ჩამოიშლება. 

ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ "ოცნების" წარმომადგენლებს, რომ ვითომ არ ეშინიათ, არ აწუხებთ ეს სანქციები. ძალიან მტკივნეულადაც ხვდებათ. არა მხოლოდ მათ სტკივათ, არამედ მათ გარემოცვასაც. იმ ადამიანებს, ვისზეც დგანან, იმ ბიზნესმენებს, რომელთანაც თანამშრომლობენ, არანაირი ურთიერთობის დაჭერა და გაგრძელება მათთან აღარ ენდომებათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დომინოს პრინციპით "ოცნების" რეჟიმი ჩამოიშლება. ევროპარლამენტმა და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციებმა ზუსტად მიაგნეს იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც "ოცნების" რღვევას ხელს შეუწყობს", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ორ საათზე ნაკლები რჩება. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×