რეზონანსი
13.02.2025

"დანამდვილებით ყველაზე მძიმე რეზოლუციაა, რაც კი ევროპარლამენტს მიუღია და სხვათა შორის არის ევროპარლამენტის აღმასრულებელი შტოს მიმართ საკმაოდ მომთხოვნი. ის, რომ ან ბრჭყალებშია ჩასმული ან საერთოდ გამოტოვებულია და დაწერილია სახელები და გვარები, ან ე.წ. პრემიერი და ასე შემდეგ და მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და აღიარება არ უნდა მოხდეს ტერმინოლოგიურ დონეზეც კი, კრიზისიდან გამოსავლად, და წერენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კონსტიტუციურ კრიზისსაც, რაც ხაზს უსვამს ხელისუფლების მითვისების საკითხს "ქართული ოცნების" მხრიდან, საუბარია იმაზე, რომ ამის დასაძლევად ევროპა და ევროპული სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ დაეთანხმება ახალ არჩევნებს".

- განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "მთავარ არხთან" საუბრისას. ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფება და ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×