რეზონანსი
13.02.2025

 მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების მზადყოფნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ზელენსკი წერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ესაუბრა და უკრაინაში რეალური მშვიდობისთვის საჭირო პირობები განიხილა.

„ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. განვიხილეთ უკრაინაში რეალური მშვიდობისთვის საჭირო პირობები და შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე. პრემიერ-მინისტრს ვაცნობე ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ. განვიხილეთ მთავარი გზავნილები და მთელი ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად ყველა ევროპელის პოზიციების კოორდინაციის საჭიროება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან, მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და რომ ნატო-ში გაწევრიანება იქნებოდა ყველაზე ხარჯეფექტიანი პარტნიორებისთვის", - წერს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე წერს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა სერიოზული ინვესტიციები უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში.

„ასევე გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების შესახებ მზადყოფნასთან დაკავშირებით", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×