
ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას", – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლის გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.