რეზონანსი
16.02.2025

ქაშუეთის ტაძართან შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ხსოვნას.

მოქალაქეებმა ქაშუეთის ტაძართან ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებიც მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×